08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
თურქმა ძალოვანება შეტაკების შედეგად ქურთთა მუშათა პარტიის 23 წევრი მოკლეს

მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს თურქმა ძალოვანებმა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში შეიარაღებულმა ძალებმა შეტაკების შედეგად ქურთთა მუშათა პარტიის 23 წევრი მოკლეს. ოპერაცია 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა დასახლებებში მიმდინარეობდა და მასში ავიაციაც იყო ჩართული.

სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო მზვერავებმა ქურთი სეპარატისტების პოზიციებზე რამდენიმე იერიში მიიტანეს. სამხედრო მეთაურობის განცხადებით, შეიარაღებული ძალები შეტევაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მარდინის პროვინციაში ქურთებმა სამხედრო მანქანა ააფეთქეს. ტერაქტის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა.

დღის ამბები