08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ირანში ეროვნული არმიის დღე აღლუმით აღნიშნეს

ირანში ეროვნული არმიის დღე აღლუმით აღნიშნეს. კადრები ადგილობრივმა სააგენტომ გავრცელა. მათზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეს 300-იც ჩანს, რომელიც თეირანმა მოსკოვისგან შეიძინა.

კონტრაქტი კომპლექსის შესყიდვასთან დაკავშირებით 2007 წელს გააფორმეს, თუმცა ირანისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო შეთანხმება ამ დრომდე გაყინული იყო. ძალაში ის წელს შევიდა.

ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ კომპლექსს მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებენ.

დღის ამბები