08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
მიწისძვრა ეკვადორში - მსხვერპლის რაოდენობა 246-მდე, დაშავებულების კი 2500-მდე გაიზარდა

ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 246-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი - 2500-ია. ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია დარჩენილი ნანგრევებში.

გადარჩენილებს 10 ათასზე მეტი სამხედრო და 4 ათასამდე პოლიციელი ეძებს. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ციხის შენობაც ჩამოინგრა. ასობით პატიმარი გაქცეულია.

ქვეყნის 6 პროვინციაში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. იტალიაში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ეკვადორში დაბრუნდა ქვეყნის პრეზიდენტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები