08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ბრაზილიის პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს

ბრაზილიის პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს. დილმა რუსეფის გადაყენებას მხარი უკვე დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ.

კენჭის ყრა რამდენიმე საათის წინ დასრულდა. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს.

ბრალს ქვეყნის პრეზიდენტს კორუფციულ სქემაში მონაწილეობასა და ბრაზილიური ნავთობკომპანიის - პეტრობრასის ფულის ქვეყნიდან გატანაში, ასევე 2014 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქვეყნის ბიუჯეტის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები