08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ლონდონში სამგზავრო თვითმფრინავს უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა

ლონდონში სამგზავრო თვითმფრინავს დაშვებისას უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა. British Airways-ის კუთვნილმა აერობუსმა, რომლის ბორტზეც შემთხვევისას 132 ადამიანი იმყოფებოდა, დაშვება მოახერხა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი უკვე შეამოწმეს ექსპერტებმა და აცხადებენ, რომ დაზიანებები უმნიშვნელოა. ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის საფრენი აპარატი შეეჯახა აერობუსს და საიდან მოხვდა ის ჰითროუს აეროპორტის თავზე. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები