08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა სამიტი უშედეგოდ დასრულდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა სამიტი უშედეგოდ დასრულდა ყატარში. მონაწილეებმა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

მოლაპარაკების მოწინააღმდეგე ირანი იყო, რომელმაც მრავალწლიანი სანქციების შემდეგ, ნავთობის გაყიდვა ახლახან განაახლა. ოპეკის შეხვედრაზე თეირანმა წარმომადგენელი არც კი გაგზავნა.

მოპოვების შემცირებაზე უარი საუდის არაბეთმაც განაცხადა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ თუკი ქვეყნები შეთანხმებას ხანმოკლე პერიოდში ვერ მოახერხებენ, ნავთობზე ფასის კიდევ ვარდნა გაგრძელდება.

დღის ამბები