08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ეკვადორში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 272-მდე გაიზარდა

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 272-ამდე გაიზარდა. სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. დაზარალებულ რეგიონებში 100 სამხედრო და 3500 პოლიციელი გაგზავნეს.

დაშვებულები მათ საავადმყოფოებში ვერეტმფრენებით გადაჰყავთ. ყველაზე მეტად მიწისძვრის შედეგად პროვინცია მანაბი დაზარალდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარის გამო იტალიაში ვიზიტი შეწყვიტა და პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემგზავრა. 7.8 მაგინიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ეკვადორის ჩრდილო-დასავლეთით გუშინ მოხდა. სტიქიას მასშტაბური ნგრევა მოყვა.

ზოგიერთ რაიონში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე რაიონი გარესამყაროს მოწყვეტილია. 

დღის ამბები