08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პირველი დღე ერთგვარი აქციით დაიწყო. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ნადეჟდა სავჩენკოს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი გათავისუფლება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ხუთშაბათს იქნება დებატები სწორედ უკრაინელ მფრინავთან დაკავშირებით, პარასკევს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციას მიიღებს.

„მომზადებული გვაქვს რეზოლუციის პროექტიც, რომელიც რუსეთში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ცალკე ყურადღება დაეთმობა ნადია სავჩენკოს, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,“ - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა, ვლადიმერ არიევმა.

 

დღის ამბები