08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისკანდერ ემის კომპლექსიდან ფრთოსანი რაკეტის გაშვების ვიდეომასალა გაავრცელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისკანდერ ემის კომპლექსიდან ფრთოსანი რაკეტის გაშვების ვიდეომასალა გაავრცელა. სწავლება ასტრახანის ოლქში მდებარე პოლიგონზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მასში ცენტრალური სამხედრო ოლქის 92-ე სარაკეტო ბრიგადაა ჩართული. თავდაცვის უწყების ცნობით, ფრთოსანმა რაკეტამ სამიზნე 200 კილომეტრის დაშორებით გაანადგურა. ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი" რუსეთში 90-იან წლებში შეიმუშავეს და შეიარაღებაში 2006 წლიდან მიიღეს. მისი რაკეტის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია.

დღის ამბები