08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ოფიციალური ფხენიანი რიგით მეხუთე ბირთვული გამოცდისთვის ემზადება

ოფიციალური ფხენიანი რიგით მეხუთე ბირთვული გამოცდისთვის ემზადება. განცხადება ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გააკეთა და ქვეყნის სამხედრო ძალებს მობილიზება უბრძანა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პოლიგონზე გააქტიურებული მოქმედებების შესახებ ადგილობრივი მედიაც წერს. სეულში ვარაუდობენ, რომ ფხენიანმა ბირთვული ტესტი შესაძლოა მაისის დასაწყისში, პარტიის ყრილობამდე ჩაატაროს.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან 2010 წელს შექმნილი ბალისტიკური რაკეტა პირველად გაუშვეს და მისი გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. 

დღის ამბები