08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
დონბასში დაკავებული 2ორ რუს სამხედროს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კიევის რაიონულმა სასამართლომ დონბასში დაკავებული ორი რუსი სამხედრო ტერორისტულ საქმიანობაში დამნაშავედ ცნო. ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი უკრაინელმა სამხედროებმა 2015 წლის მაისში დასახლებულ პუნქტ სჩასტიესთან დააკავეს, როდესაც სტრატეგიული დანიშნულების ხიდის დაკავებას ცდილობდნენ.

მაშინ შეტაკებას ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ორივე რუსი სამხედრო კი დაიჭრა. რუსეთში ნადია სავჩენკოს გასამართლების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინელი მფრინავი დაკავებულ რუს სამხედროებში გაცვალოს.

დღის ამბები