08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
იაპონიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები კვლავ კუმამოტოს რეგიონში განმეორდა.

მიწისძვრის შემდეგ სანაპირო ზოლზე ცუნამის განგაში გამოცხადდა, თუმცა ის მალევე მოიხსნა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ორი ძლიერი მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით რამდენიმე დღის წინ მოხდა. სტიქიას, საერთო ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათასს აჭარბებს.

დღის ამბები