08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
სირიელმა ამბოხებულებმა ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ბრძოლები განაახლეს

სირიელი ამბოხებულები სამთავრობო ძალებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ბრძოლები განაახლეს.

ინტენსიური შეტაკებები ამ დროისთვის ლატაკიისა და ჰამას პროვინციებში მიმდინარეობს. ამბოხებულები კონტრშეტევაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ავიაციამ ალეპოში დასახლებული პუნქტები დაბომბა.

გავრცელებული ცნობით, ორივე მხარის მიერ განხორციელებულ იერიშებს ალეპოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 22 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. ამბოხებულები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციურ დელელეგაციას ჟენევაში, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს.

დღის ამბები