08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
სირიიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმა - თურქეთში 4 ადამიანი დაიღუპა

4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა თურქეთში, სირიის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად. ჭურვები თურქეთისა და სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქ კილისის დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. არიან დაშავებულებიც.

თავდასხმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის არტილერიამ ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

დღის ამბები