08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
იერუსალიმში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მომხდარ აფეთქებას. ასაფეთქებელი მოწყობილობა სამგზავრო ავტობუსში ამოქმედდა.

დაშავებულია 21 ადამიანი, მათ შორის 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების მომენტში ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ, დაშავებულთა უმრავლესობა გვერდით მდგომი ავტობუსისა და მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები