08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
თურქეთის პრემიერის ულტიმატუმი ევროკავშირს

თურქეთის პრემიერმინისტრი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს. აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ ანკარა უარს იტყვის არალეგალების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ევროკავშირი პირობას არ შეასრულებს და თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს არ დააწესებს.

თურქეთის პრემიერის თქმით, ოფიციალური ანკარა ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების ყველა პირობის შესრულებაზე მუშაობს და პროცესს მაისში დაასრულებს. ანკარა ბრიუსელისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ივნისის თვეში ელოდება. 

დღის ამბები