08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ქაბულში - არის მსხვერპლი

ძლიერი აფეთქება მოხდა დღეს დილით ქაბულში. დანაღმული ავტომობილი ქალაქის იმ ნაწილში აფეთქდა, სადაც შეერთებული შტატების საელჩო, ნატოს შტაბ ბინა და რამდენიმე სამინისტრო მდებარეობს.

აფეთქების შემდეგ ადგილზე სროლის ხმაც გაისმა. არის მსხვერპლი, თუმცა გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი, ადგილობრივი მედია 200-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და მომხდარში დაჯგუფება თალიბანი დაადანაშაულა.

დღის ამბები