08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ეკვადორში დამანგრეველი მიწისძვირის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 413- მდე გაიზარდა

ეკვადორში დამანგრეველი მიწისძვირის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 413- მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი.

სამაშველო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს. მიწისძვრის შედეგად დანგრეულ დასახლებებში 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 5 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული.

ეკვადორელი ხალხის დასახმარებლად რეგიონში სამაშველო ჯგუფები მეზობელი ქვეყნებიდანაც გაიგზავნა.

ქვეყნის პრეზიდენტმა მიწისძვრას, რომელიც 2 დღის წინ მოხდა, ბოლო 70 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე დიდი ტრაგედია უწოდა.

დღის ამბები