08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ISIS-ის მორიგი სამიზნე შესაძლოა ევროპის საზღვაო კურორტები გახდეს

ისლამური სახელმწიფოს მორიგი სამიზნე შესაძლოა ევროპის სანაპირო კურორტები გახდეს. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტალიის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ ISIS-ის ტერორისტები თავდასხმების სერიას საფრანგეთის სამხრეთის სანაპიროებზე, ესპანეთის ტურისტული რეგიონში - კოსტა დელ სოლში და იტალიის სანაპიროებზე გეგმავენ.

იტალიელი ძალოვანების განცხადებით, ინფრომაცია ტერორისტების გეგმის შესახებ სანდო წყაროებიდან მოიძიეს და შესაბამის ზომებზე მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, არსებობს ტერაქტების საფრთხე ISIS-ის მოკავშირე დაჯგუფება ბოკო ჰარამის მხრიდანაც, რომელიც კამერუნში, ნიგერიასა და ჩადში მოქმედებს. ძალოვანები ვარაუდობენ, რომ ტერაქტების მოსაწყობად ტერორისტები ევროპაში, შესაძლოა, სწორედ აფრიკის ქვეყნებიდან გადავიდნენ.

დღის ამბები