08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ნადია სავჩენკოს სამშობლოში დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ნადია სავჩენკოს სამშობლოში დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო. უწყებამ რუსეთში გასამართლებული მფრინავის ოფიციალური მიმართვა მიიღო, სადაც სავჩენკო მისი უკრაინაში დაბრუნების პროცედურის დაწყებას ითხოვს.

სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია რა სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინელი პილოტის საკითხი ვლადიმერ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს. უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა ორივე ქვეყანაში გასამართლებული სამხედროების ბედზე და მათ შესაძლო გაცვლაზე ილაპარაკეს.

სატელეფონო საუბარი პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ შედგა, რაც კიევის სასამართლომ ორ რუს მზვერავს ტერორისტული საქმიანობისთვის 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შესაძლოა უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო სწორედ ამ ორ რუს მზვერავზე გადაცვალონ.

დღის ამბები