08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ნიდერლანდების პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

ნიდერლანდების პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

სოციალისტური პარტიის ინიციატივის წინააღმდეგ 75, მომხრე კი 71 დეპუტატი გამოვიდა.

პარლამენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი. მარკ რიუტეს თქმით, საკუთარ ვარიანტს უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით, ორი თვის ვადაში წარადგენს.

ჰოლანდიაში რეფერენდუმი ამ საკითხთან დაკავშირებით 6 აპრილს ჩატარდა. მასში მონაწილე მოსახლეობის 61 პროცენტი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავების წინააღმდეგ გამოვიდა.

ნიდერლანდები ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუხდენია უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია.

დღის ამბები