ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი იმარჯვებენ ნიუ იორკში ჩატარებულ პრაიმერში. წინასწარი მონაცემებით, ჰილარი კლინტონმა ნიუ იორკის შტატში ამომრჩევლის 61 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო იმ დროს, როდესაც მის მთავარ მოწინააღმდეგეს - ბერნი სანდერსს ხმა ამომრჩევლის 38-მა პროცენტმა მისცა.
რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის კი კვლავ დონალდ ტრამპი ლიდერობს. ტედ კრუზს ის 30 პროცენტიანი სხვაობით უსწრებს.
”როგორც ჩანს ჩემი მოწინააღმდეგე გამარჯვების ყველა შანსს კარგავს,” - განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.