08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ბარაკ ობამა სუდანში სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ბარაკ ობამა საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ლიდერების შეხვედრა ერ-რიადში 21 აპრილს იხსნება.

ღონისძიებაში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შემდეგ მიიღო.

სამიტის პარალელურად ბარაკ ობამას რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც აქვს დაგეგმილი, მათ შორის საუდის არაბეთის მეფესთანაც. განხილვის ერთერთი მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს ერ-რიადში უკვე მეორე დღეა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანიც მართავს.

დღის ამბები