08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
პალმირას განადგურებული ტრიუმფარული თაღის ასლი ლონდონში დადგეს

ლონდონის ცენტრში პალმირაში განადგურებული ტრიუმფალური თაღის ასლი დადგეს. ტრაფალგარის მოედანზე აღმართული თაღი უძველესი ნაგებობის ზუსტი ასლია, განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია. ის სპეციალისტებმა ეგვიპტური მარმარილოსგან ააგეს.

ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგრებული თაღის ანალოგის შესაქმნელად ორიგინალის ფოტომასალა და სამგანზომილებიანი (3D) ტექნოლოგია გამოიყენეს.

პალმირას ტრიუმფალური თაღი ლონდონში 3 დღის განმავლობაში იდგება, რის შემდეგაც მას სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენენ, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც.

გეგმის თანახმად საბოლოოდ ნაგებობას სირიაში ჩაიტანენ და პალმირაში დანგრეული თაღის გვერდით დადგამენ.

დღის ამბები