08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ევროკომისიამ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მისანიჭებლად საკანონმდებლო წინადადებები მიიღო

ევროკომისიამ უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისანიჭებლად საკანონმდებლო წინადადებები მიიღო. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

შესაბამისი დოკუმენტი ევროკომისიის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. საკანონმდებლო წინადადებები წევრი ქვეყნებისა და მათი პარლამენტების თანხმობას საჭიროებს. საბოლოოდ კი დოკუმენტი ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მოქალაქეების უვიზო მოგზაურობა ევროპაში მალე რეალობა გახდება.

დღის ამბები