08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ალიანსის შტაბბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართა

ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ალიანსის შტაბბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის კრიზისი და ბალტიის ზღვის რეგიონში მომხდარი ინციდენტები იყო.

მოლაპარაკებები დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. მისი დეტალების შესახებ კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ყველას ინტერესშია პოლიტიკური დიალოგისთვის არხების შენარჩუნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნატო რუსეთთან ძველებურ ურთიერთობას უბრუნდება. მისივე თქმით, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ქმედებებია და პოზიციები ალიანსსა და რუსეთს შორის კვლავ რადიკალურად განსხვავდება.

დღის ამბები