08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ნორვეგიის სასამართლომ 77 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ანდრეს ბრეივიკის სარჩელი დააკმაყოფილა

ნორვეგიის სასამართლომ 77 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ანდრეს ბრეივიკის სარჩელი დააკმაყოფილა. ნორვეგიელი ექსტრემისტის მტკიცებით, ხუთწლიანი იზოლაცია სამარტოო საკანში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის დარღვევაა.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმრობის განმავლობაში მის საკანში ჩხრეკა 800-ჯერ განხორციელდა, რაც მისი, როგორც პატიმრის უფლებებს არღვევს.

სასამართლო გადაწყვეტილებით, ანდრეს ბრეივიკის პატიმრობაში ყოფნის პირობები წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას, თუმცა არ დაეთანხმა სარჩელში აღნიშნულ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც ირღვევა კონვენციის მე-8 მუხლი, სადაც პირადი ცხოვრების უფლების შესახებაა საუბარი.

 

დღის ამბები