08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მექსიკაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ვერაკრუზის შტატში, სახელმწიფოს კუთვნილ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. 100-ზე მეტი დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოებში არის გადაყვანილი.

აფეთქების შედეგად ჰაერში დიდი რაოდენობით მომწამლავი აირი მოხვდა. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. სამართალდამცველებმა ახლომდებარე რაიონებიდან ორი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

დღის ამბები