08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
წყალდიდობა ჰიუსტონში - დაღუპულია 8 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა ჰიუსტონში წყალდიდობას. დაღუპულია 8 ადამიანი. სტიქიამ ათას 200-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა.

სამაშველო ოპერაციაში ათასზე მეტი პოლიციელია ჩართული. სამართალდამცველებმა ათობით ადამიანის გადარჩენა ნავების საშუალებით შეძლეს.

დღის ამბები