08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
უკრაინამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ნადია სავჩენკოს გადაცემის შესახებ მოთხოვნა გადასცა

უკრაინამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ნადია სავჩენკოს გადაცემის შესახებ მოთხოვნა გადასცა.

ოფიციალური კიევი უწყებისგან ითხოვს, წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც უკრაინელი მფრინავის სამშობლოში დაბრუნების განსახილველად არის საჭირო. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ნადია სავჩენკოს უკრაინული მხარისთვის გადაცემის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს.

უკრაინელი მფრინავი რუსეთში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

დღის ამბები