08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსმა სეპარატისტებმა სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები გააქტიურეს

ბოლო პერიოდში უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსმა სეპარატისტებმა სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები გააქტიურეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას მათ მარინკის რაიონში მებრძოლთა იერიში მოიგერიეს.

გუშინ კი დონეცკის ოლქში, ქალაქ მარიოსკთან, სეპარატისტების მიერ განხორციელებულ შეტევას მსხვერპლი მოყვა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაიღუპა 3 უკრაინელი ჯარისკაცი, 5 კი დაიჭრა.

უკრაინის არმიამ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია ორი წლის წინ დაიწყო. შარშან თებერვალში კი მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსები და სეპარატისტები პირობებს ამ დრომდე არ ასრულებენ. 

დღის ამბები