08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
იაპონიის ხელისუფლებამ ტოკიოში "მიცუბიშის" შტაბბინაში რეიდი ჩაატარა

იაპონიის ხელისუფლებამ ტოკიოში კომპანია მიცუბიში მოტორსის შტაბბინაში რეიდი ჩაატარა. სამართალდამცველებმა შეამოწმეს ავტოგიგანტის კვლევითი ცენტრი ქალაქ ნაგოაშიც. რეიდები სკანდალს მოჰყვა, რომელიც მიცუბიშის ავტომობილების ტექნიკური მონაცემების გაყალბებას უკავშირდება.

მიცუბიშის ხელმძღვანელობამ გუშინ აღიარა, რომ ნისანისთვის აწყობილი რამდენიმე მოდელის ავტომობილის საწვავის წვის ინდიკატორი არასწორ მონაცემებს უჩვენებდა. სკანდალის გამო კომპანიამ ამ ოთხი მოდელების დროებით გაყიდვა შეაჩერა, კომპანიის აქციების ფასი კი 20 პროცენტით დაეცა. 

დღის ამბები