08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ბრიტანეთის მონარქი დღეს 90 წლის იუბილეს აღნიშნავს

ბრიტანეთის მონარქი დღეს 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. თუმცა, ელისაბედ მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ტრადიციულად ივნისის დასაწყისში იმართება.

იუბილის წინ მონარქი ტელეკამერების წინ გამოჩნდა და უინზორში საორკესტრო სცენის გახსნის ცერემონიას დაესწრო. მოგვიანებით კი უძველესი ფოსტის შენობა დაათვალიერა, რომელსაც დაარსებიდან 500 წელი შეუსრულდა.

იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა დედოფლის ფოტო პორტრეტები, რომლებიც ცნობილი ფოტოგრაფის ანი ლებოვიცის მიერაა გადაღებული.

დღის ამბები