08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ევროკავშირი უკრაინის ახალი მთავრობისგან უახლოეს პერიოდში უფრო მეტი რეფორმის გატარებას ელოდება

ევროკავშირი უკრაინის ახალი მთავრობისგან უახლოეს პერიოდში უფრო მეტი რეფორმის გატარებას ელოდება. განცხადება ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოვებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

იოჰანეს ჰანის თქმით, რაც უფრო გაძლიერდება რეფორმების პროცესი უკრაინაში, მით უფრო გაიზრდება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ოფიციალური კიევის მიმართ. ევროკომისრის თქმითვე, ევროკავშირი მზად არის, უკრაინას ფინანსური დახმარების მეორე ტრანში გამოუყოს, რომელიც 600-ს მილიონ ევროს შეადგენს.

დღის ამბები