08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
"მინდა რუსებმა, განსაკუთრებით ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ჩვენ არ ვიქნებით ხელის ბიჭი,"-ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთისგან ბელარუსის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას ითხოვს.

პარლამენტში ყოველწლიური მიმართვის დროს ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა "ოფიციალური მინსკი მოსკოვის ხელის ბიჭი არ გახდება."

ლუკაშენკოს თქმითვე, დასავლეთს არასდროს დაუყენებია ბელარუსი არჩევანის წინაშე.

"მინდა რუსებმა, განსაკუთრებით კი ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ჩვენ არ ვიქნებით ხელის ბიჭი. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ,"- განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

 

დღის ამბები