08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ბარაკ ობამა ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს

ბარაკ ობამა ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გააკეთა, რომელიც ობამას ლონდონში ჩასვლისთანავე გამოქვეყნდა.

ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ორ მნიშვნელოვან მოვლენას დაეთხვა - დედოფლის 90 წლის იუბილე და ევროკავშირის წევრობაზე დაგეგმილი რეფერენდუმი. ბარაკ ობამა წერს, რომ არჩევანი ევროკავშირში დარჩენაზე ბრიტანელებმა უნდა გააკეთონ. თუმცა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ორგანიზაციის წევრობა აძლიერებს დიდი ბრიტანეთის გავლენას მსოფლიოში.

ამ თემაზე ბარაკ ობამა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზეც ილაპარაკებს. მანამდე კი, შერთებული შტატების პრეზიდენტი ელისაბედ მეორეს ეწვევა და პირველი უცხოელი ლიდერი იქნება, რომელიც დაბადებისდღეს დედოფალს პირადად მიულოცავს.

დღის ამბები