08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
გერმანიაში სიგხების ტაძარში აფეთქება მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი

გერმანელი სამართალდამცველები სიგხების ტაძარში მომხდარ ფეთქებას იძიებენ. თავდასხმა ქალაქ ესენში მოხდა. მცირე ზომის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სალოცავში საღამოს ამოქმედდა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

აფეთქების ორგანიზებაში ორი მოზარდია ეჭვმიტანილი. ისინი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგაც ერთერთი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა, მეორე კი პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ორივე დაკავებული 16 წლის მოზარდია, ისინი რადიკალური ისლამის მიმდევრები აღმოჩნდნენ. 

დღის ამბები