08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
FBI-ის iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვა მილიონ 300 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა

გამოძიების ფედერალურ ბიუროს iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვა მილიონ სამასი ათას დოლარზე მეტი დაუჯდა. უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სან-ბერნანდინოს თავდამსხმელის ტელეფონიდან პირადი ინფორმაციის მოძიებაზე ბიურომ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ის პენსიაზე გასვლამდე 7 წლის განმავლობაში გამოუმუშავებს.

მედიამ ჯეიმს კომის წლიური ხელფასი გამოთვალა და საბოლოოდ მილიონ სამასი ათასი დოლარი მიიღო. ტერორისტის ტელეფონიდან მონაცემების მოსაძიებლად გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დახმარება ეფლს სთხოვა და საქმე სასამართლოშიც შეიტანა, თუმცა კომპანიისგან იური მიიღო.

Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სპეცსამსახურების მოთხოვნა კომპანიის მომხმარებელთა უფლებებს არღვევს. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოოდ iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჰაკერების დახმარებით გატეხა.

დღის ამბები