08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ანგელა მერკელი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები თურქეთში ჩავლენ

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი, თურქეთში მყოფი მიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად თურქეთი-სირიის საზღვარზე მდებარე სირიელ ლტოლვილთა ბანაკში გეგმავენ ჩასვლას. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მერკელი ბანაკს დაათვალიერებს და თურქეთის პრემიერ-მინისტრ, აჰმედ დავუთოღლუსაც, შეხვდება.

შეხვედრის თემა იქნება ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა თავისი ტერიტორიიდან საბერძნეთში გადასული მიგრანტები უკან უნდა მიიღოს. სანაცვლოდ კი თურქეთი ევროკავშირისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ელოდება. 

დღის ამბები