08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
მკვლელობები ოჰაიოსა და ჯორჯიაში - მოკლულია 13 ადამიანი

ამერიკელი სამართალდამცველები ოჰაიოსა და ჯორჯიაში მომხდარ მკვლელობებს იძიებენ. 

ოჰაიოს ქალაქ პიბლსში დაუდგენელმა პირმა ერთი ოჯახის 8 წევრი მოკლა. მათი ცხედრები პოლიციამ 4 სხვადასხვა სახლში სასტიკად ნაწამები აღმოაჩინა. მკვლელი, სავარაუდოდ, გაქცეულია. უცნობია დანაშაულის მოტივიც.

საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს. სპეცსამსახურებმა მომხდარის გამო ქალაქის ყველა სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ჯორჯიას შტატში. ქალაქ აპლინგში 50 წლის მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და შემდგომ თავი მოიკლა.

გამოძიების ვერსიით, საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება, რადგან ცნობილია, რომ მსროლელის მეუღლე მასთან განქორწინებას აპირებდა. მოკლულებს შორის ორი ქალია, თუმცა უცნობია, არის თუ არა მათ შორის მისი მეუღლე. 

მკვლელობების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

დღის ამბები