08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
პანამელმა ძალოვანებმა მოსაკ ფონსეკას საცავში ჩხრეკა ჩაატარეს

პანამელმა ძალოვანებმა მოსაკ ფონსეკას საცავში ჩხრეკა ჩაატარეს.

მედიის ინფორმაციით, იურიდიული ფირმის შენობიდან, რომელიც ოფშორულ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით განადგურებული დოკუმენტები ამოიღეს.

მოსაკ ფონსეკას სკანდალური დოკუმენტები, რომლებმაც გავლენიანი ადამიანები უკანონო ფინანსურ საქმიანობაში ამხილა, ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმაც განიხილეს და მსგავსი დანაშაულის აღკვეთის მიზნით გეგმა შეიმუშავეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოფშორების მფლობელების შესახებ ინფრმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ასევე იგეგმება იმ ქვეყნების შავი სიის შექმნა, რომლებიც თანამშრომლობაზე უარს განაცხადებენ.

დღის ამბები