08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
პრინსს თავი არ მოუკლავს - გამოძიებამ თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხა

გამოძიებამ პრინსის გარდაცვალების საქმეში თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხა. შერიფის განცხადებით, მუსიკოსის ცხედარს არ აღენიშნება ტრამვებიც, რომლებიც ძალადობრივ სიკვდილზე მიუთითებს. თუმცა, ეს მხოლოდ გამოძიების პირველადი შედეგებია და ის ამ დრომდე გრძელდება.

ამერიკელი მომღერლის ცხედარი ორი დღის წინ მინესოტაში, საკუთარ სახლში იპოვეს. პრინსი 57 წლის იყო.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე დაუგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომღერალი ერთი კვირის წინ გამართული კონცერტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში გაწერეს.

ჰოსპიტალიზაციის სავარაუდო მიზეზი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გადაჭარბებული დოზით მიღება გახდა. 

დღის ამბები