08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
პარიზის ისტორიული შეთანხმება კლიმატის დაცვის შესახებ ოფიციალურად გაფორმდა

პარიზის ისტორიული შეთანხმება კლიმატის დაცვის შესახებ ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს გაერო-ს შტაბბინაში ოფიციალურად მოეწერა ხელი.

კლიმატის კონფერენციას ბან კი მუნი უძღვებოდა. გამომსვლელებს შორის კი ოსკაროსანი მსახიობი, ლეონდარდო დი კაპრიოც, იყო.

კონფერენციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება გლობალური დათბობის შეჩერების აუცილებლობაზე და ამ მიზნით პარიზის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების მნიშვნელობაზე.

დოკუმენტი ძალაში 30 დღეში, მას შემდეგ შევა, რაც მის რატიფიცირებას, სულ მცირე, 55 ქვეყანა მოახდენს, რომლებსაც გაერო-ს დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი აქვს.

დღის ამბები