08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ბარაკ და მიშელ ობამები ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ესტუმრნენ

ბარაკ და მიშელ ობამები ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ესტუმრნენ. მათ დედოფალს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკაში ვიზიტების ამსახველი ფოტო ალბომი აჩუქა.

მონარქისთვის 90 წლის იუბილის მილოცვის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კენსინგტონის სასახლეში დედოფლის შვილიშვილებთან, პრინც პარისთან, კემბრიჯის ჰერცოგ უილიამთან და მის მეუღლესთან, ქეით მიდლტონთან, ერთად ისადილეს. 

მათთან ერთად იმყოფებოდა პრინცი ჯორჯიც, რომელსაც მშობლებმა საპატიო სტუმრებთან შეხვედრის გამო, შედარებით გვიან დაძინების უფლება მისცეს. ბარაკ და მიშელ ობამებმა პატარა პრინცს სათამაშო ძაღლი აჩუქეს.

 

 

ფოტოები ბრიტანეთის მონარქების ფეისბუკის ოფიციალური გვერდიდან 

დღის ამბები