08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ჰავანაში პოპულარული ფილმის, ფორსაჟის, მერვე ნაწილის იღებენ

ფორსაჟის გადამღები ჯგუფი სრული შემადგენლობით კუბაშია. ჰავანაში პოპულარული ფილმის მერვე ნაწილის გადაღებები დაიწყო.

ფორსაჟი პირველი ფილმია, რომელსაც ამერიკული კინოკომპანია შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის ურთიერთობების აღდგენის შემდეგ გადაიღებს. უკვე შერჩეულია ადგილები, სადაც ფილმის სცენებს გადაიღებენ.

ჰავანაში უკვე ჩავიდნენ მთავარი როლების შემსრულებლები, ვინ დიზელი და მიშელ როდრიგესი. უახლოეს დღეებში კი შარლის ტერონს და სკოტ ისტვუდს ელოდებიან.

კლინტ ისტდვუდის შვილი ფორსაჟის მერვე ნაწილში, სავარაუდოდ, გარდაცვლილ პოლ უოკერს შეცვლის.

ფორსაჟი8-ის პრემიერა 2017 წლის აპრილშია დაგეგმილი.

 

დღის ამბები