08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სომხეთში ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა მასობრივ მკვლელობას იხსენებენ

სომხეთში ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა მასობრივ მკვლელობას იხსენებენ. ტრაგიკული თარიღის აღსანიშნად ერევნის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მათ 1915 წელს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ჩირაღდნებით მსვლელობა მოაწყვეს. დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად, თურქეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშებიც დაწვეს.

სომეხთა მასობრივი მკვლელობის 101-ე წლისთავს დაემთხვა ერევანში ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯორჯ კლუნის ვიზიტიც. მისი თქმით, 1915 წლის მოვლენების აღსაწერად სიტყვა გენოციდის არ გამოყენება არასერიოზულია.

დღის ამბები