08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
თურქეთში პრემიერმინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს

თურქეთში პრემიერმინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ისლამური სახელმწიფოს 6 წევრი დააკავეს, რომლებიც აჰმედ დავით-ოღლუზე თავდასხმას კონიის პროვინციაში ღონისძიების დროს გეგმავდნენ.

გუშინ თურქეთის პრემიერმინისტრი გერმანიის კანცლერთან და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ერთად სირიის მოსაზღვრე რეგიონში მიგრანტების ბანაკში იმყოფებოდა.

ანგელა მერკელი და დონალდ ტუსკი დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და თურქეთის ხელისუფლებას კრიზისის მოგვარების საქმეში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

დღის ამბები