08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ოჯახის წევრები და თაყვანისმცემლები პრინცს გამოემშვიდობნენ

ოჯახის წევრები და თაყვანისმცემლები პრინცს გამოეთხოვნენ. ცერემონია, რომელსაც მუსიკოსის ახლო ნათესავები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ, მინეაპოლისის გარეუბანში, პრინცის მამულში გაიმართა.

პანაშვიდის შემდეგ, პრინცის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა. მომღერლის საცხოვრებელ კომპლექსთან ასობით თაყვანისმცემელი იყო შეკრებილი.

57 წლის პრინცის ცხედარი, ლიფტში, რამდენიმე დღის წინ იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა გამოძიება ამ ეტაპზე თვითმკვლელობისა და მკვლელობის ვერსიებს გამორიცხავს.

დღის ამბები