08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ

მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია - აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომეხმა სამხედროებმა წუხელ ტერტერის რაიონში აზერბაიჯანული დასახლების მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, თუმცა შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგის ერთი ტანკი, ეკიპაჟთან ერთად, გაანადგურეს.

ეს ცნობა მთიან ყარაბაღში უარყვეს და საკუთარი ქმედებების დასაფარად, აზერბაიჯანული პროპაგანდის წარმოსახვის ნაყოფი უწოდეს.

დღის ამბები