08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
კიშინიოვში სამართალდამცველებისა და დემონსტრანტების დაპირისპირება - დაშავდა 14 ადამიანი

კიშინიოვში სამართალდამცველებისა და დემონსტრანტების დაპირისპირების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ალყა მთავრობის ადმინისტრაციას შემოარტყეს და ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში სცადეს შეჭრა.

სამოქალაქო პლატფორმის ღირსება და სამართალი მომხრეები კიშინიოვში პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, მთავრობა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და ბიზნესმენების დაკვეთას ასრულებს.

დღის ამბები